0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებს ექიმების სიას, რომლებიც საერთაშორისო ტრენინგს გაივლიან - ტიკარაძე

სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს, დღეს მივიღეთ უკვე დასტური წერილობით, იმის შესახებ, რომ ჩვენ ამ მულტიცენტრულ კვლევაში საბოლოოდ ვართ ჩართული - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს აქვს მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და ეს მნიშვნელოვანია.

„უკვე მივიღეთ გარკვეული მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კლინიკური ჯგუფებისა და ექიმებისთვის ჩატარდება ტრენინგი, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების სიას ამზადებს და ისინი გაივლიან საერთაშორისო ტრენინგს. შემდეგ უკვე ყველა პაციენტი, რომელიც ეთიკური კომისიის გადაწყვეტილებით ჩაერთვება ამ კვლევაში მკაცრი კონტროლით გაივლის მკურნალობას, სადაც იქნება აღრიცხული ყველა გვერდითი მოვლენა და ყველა ეფექტი მკურნალობის, რის შედეგადაც ჩვენ ალბათ, სტაბილურად გავაგრძელებთ ამ პრეპარატით მკურნალობას,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები