0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე

 საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ეს გახლავთ მობილობის ყველაზე დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკის მატარებელია ინფექციის ზრდისა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას მთავრობის ცალკე სხდომა მიეძღვნება.

 „როგორც იცით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გახლავთ უმაღლესი ორგანო ამ პროცესების კოორდინირებისა ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და იქ მუდმივად მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ეს გახლავთ მობილობის ყველაზე დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკის მატარებელია ინფექციის ზრდისა. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები