0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზღვაო სეზონისთვის ახალ რეკომენდაციებზე მუშაობს

  მიდის მსჯელობა, რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ ადამიანებს საზღვაო სეზონზე - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნაზახაშვილმა განაცხადა.

 „მოახლოვდება მალე ეს სეზონი. ჩვენ ვმუშაობთ იმ რეკომენდაციებზე, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას ამ სეზონისთვის. თვალყურს ვადევნებთ, იმ ქვეყნების რეკომენდაციებს, რომელთაც საზღვაო კურორტები აქვთ. როგორ რეკომენდაციებს იმუშავებენ სხვა ქვეყნები, რა გამოცდილება აქვთ სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს, სადაც უკვე გადაიარა საზღვაო კურორტების სეზონმა. ალბათ ისევ და ისევ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე რეკომენდებული იქნება, რომ პლაჟებზე განლაგებისას დაცული იყო ფიზიკური დისტანცირება, რაც გარანტია იქნება იმის, რომ ადამიანიდან ადამიანზე არ მოხდეს გადადება“, - განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები