0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საკანონმდებლო ცვლილებით, 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის პენსიის ზრდის უფრო მაღალი ინდექსი წესდება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული წესი განისაზღვრა, რითაც პენსიის ოდენობა გამოითვლება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ინიციატივაში აღნიშნულია, რომ პენსიის ოდენობა აისახება გაანგარიშებული შემდეგი წესით – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; ასევე 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის, ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო ექვსი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს ხუთის ჯერად რიცხვამდე.

„პენსიის ახალი ინდექსაცია პენსიის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს გულისხმობს 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის, ვიდრე 70 წლამდე საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ 70 წელს ზემოთ მოსახლეობა უფრო მეტად არის მოწყვლადი შემოსავლის დაკარგვის მიმართ და ასევე ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით მეტ სოციალურ გარანტიებს საჭიროებენ.

70 წლამდე მოსახლეობისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები ყოველწლიურად მიიღებენ გაზრდილ პენსიას, რომელიც აკომპენსირებს ინფლაციას სრულად, ამასთან დამატებით იზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80 პროცენტით.

ეს მიდგომა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მინიმუმ პენსიის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას და ასევე გრძელვადიან პერიოდში დაცული იქნება ფისკალური პარამეტრები. პენსია ასევე დაცული იქნება მოკლევადიანი რეცესიის შემთხვევაში შემცირებისგან და ყველა პენსიონერი ყოველწლიურად მიიღებს პენსიის ზრდას წელიწადში მინიმუმ 20 ლარის ოდენობით 70 წლამდე მოსახლეობისათვის, ხოლო მინიმუმ 25 ლარით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივი ინფლაცია სამი პროცენტის ფარგლებშია, ხოლო პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება პენსიონერებისათვის ყოველწლიურად“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის აპრილის მდგომარეობით, 770 ათასი ასაკით პენსიონერია, რომელთა პენსიაც 220 ლარს შეადგენს და 2020 წლის ივლისიდან 70 წლის ასაკის ზემოთ პენსიონერებისთვის დაგეგმილია დამატებით 30 ლარიანი ზრდა. ასევე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები დამატებით იღებენ პენსიაზე დანამატს (20 პროცენტი).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...