0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაატა იმნაძე: ქვეყანა ზაფხულის სეზონს მშვიდად გადაივლის

ქვეყანა ზაფხულის სეზონს მშვიდად გადაივლის, თუმცა ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა მაინც იქნება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. 

პაატა იმნაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა, ყოველდღიურად 30-40 ახალი პაციენტის მიღებას უპრობლემოდ შეძლებს.

​„ქვეყანაში ყოველდღიურად 30 ახალი შემთხვევა რომც იყოს არ იქნება პრობლემა. ეს არ არის ის ციფრი, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა პრობლემის გარეშე ვერ აუვა და ვერ მოუვლის სათანადოდ თითოეულ პაციენტს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები