1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი გახარია - "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი

ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც არჩილ თალაკვაძის განცხადების შეფასებას შეეხებოდა, რომლის თქმით, "ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს ის ისევ პრემიერ-მინისტრი თუ მმართველ პარტიას ახალი გუნდი ეყოლება, გახარიამ უპასუხა, რომ "ყველაფერი შეიძლება".

"ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ, ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომას დავითვალოთ წიწილები," - განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები