0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მალე ჩვენი კლინიკა გადავა მუშაობის ჩვეულ რეჟიმში" - ლევან რატიანი

ჩამოტვირთვა

 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად კორონავირუსის დიაგნოზით 52 პაციენტია მოთავსებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის განცხადებით, კლინიკაში უკვე რამდენიმე დღეა, კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ მიუღიათ.

ლევან რატიანის განცხადებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მალე მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გადავა.

"ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს სულ 63 პაციენტი, კოვიდინფიცირებული გვყავს 52 პაციენტი, ყველაზე ცოტა რაც კი არსებობს, ანუ დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი, ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღეა, არ მიგვიღია და ესეც ძალიან გვახარებს," - განაცხადა რატიანმა და აღნიშნა, რომ რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტებიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

მისივე ინფორმაციით, განყოფილებაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, დღის მეორე ნახევარში ტესტირების შედეგებს ელოდებიან და ლევან რატიანი ვარაუდობს, რომ დღეს კლინიკას გამოჯანმრთელებულები კვლავ დატოვებენ.

"იმედია, ასე გაგრძელდება, მალე ჩვენი კლინიკა გადავა მუშაობის ჩვეულ რეჟიმში,
 - განაცხადა ლევან რატიანმა.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი მედიასთან ურთიერთობის სიხშირესაც ცვლის. რატიანი მიიჩნევს, რომ დაავადებულთა რაოდენობის კლებასთან ერთად აღარ არის საჭირო ყოველდღიური ბრიფინგების გამართვა.

"კვირაში 2 დღე გვექნება თქვენთანაც შეხება, ეს იქნება კვირის დასაწყისი და დასასრული, ორშაბათს და პარასკევს,“ - უთხრა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები