0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოციალურად დაუცველ დედას ჩვილი საავადმყოფოში ჩამოართვეს – ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს

ხმაური და დაპირისპირება თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში – ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ მას ექვსთვიანი ჩვილი რამდენიმე თვის წინ შეეძინა, მისი თქმით, ჩვილი კლინიკაში კიდევ სამი თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყო. თუმცა რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს, რომ შვილი ჩამოართვეს.

მარიამ გეთიაშვილის თქმით, სოციალურმა მუშაკმა ჩვილი კლინიკიდან ისე წაიყვანა, რომ ბავშვის დედისთვის მისი ნახვის შესაძლებლობა არ მიუცია.

“ბავშვის ექიმი გვეუბნებოდა, რომ ზონდით იკვებებაო, ჯერ ვერ გაგატანთო. როცა გატანების დრო მოვიდა, თამუნა წიკლაურმა წაიყვანა ბავშვი და აღარ გვანახა. დაგვემუქრა, რომ სახლი არ გაქვთ, კარი არ გაქვთ და ბავშვს არ მოგცემთ ამის გამოო. თამუნა წიკლაურმა, ექიმმა, ჩემ თვალწინ გაიყვანა ბავშვი, გზის იქით გადავიდა. დაცვამ გააცილა. ახლოს მისვლა რომ მინდოდა, პოლიციელმა მითხრა, თუ მიუახლოვდები, ხელბორკილებს დაგადებ ქმარსაც და შენცო”, – ამბობს ახალშობილის დედა მარიამ გეთიაშვილი.

ოჯახმა სარჩელით პოლიციას მიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები