0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მომავალ კვირას ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 30 გრადუსამდე მოიმატოს

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. დაბლობსა და ბარში დაახლოებით 19-დან 22 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 17-19 გრადუსი და მაღალ მთაში 10-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

12 მაისს, დაბლობში 27 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში- 25. აღმოსავლეთ საქართველოში - 21-23 გრადუსი. დასავლეთ საქართველოში -18-დან 23 გრადუსამდე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ Imedinews-ს განუცხადა, რომ 13 მაისს, საღამოს საათებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, სავარაუდოდ, ელჭექი კახეთისკენ, თუმცა საერთო სურათი არ იქნება უკანასკნელი პერიოდის მსგავსი.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, მომავალ კვირაში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, 30 გრადუსს მიაღწიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები