0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თენგიზ ცერცვაძე: კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ანატომიასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს ქვეყანაში, სულ მცირე, ერთი თვე მაინც უნდა გაგრძელდეს. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით საჭიროა, მოქმედებდეს კომენდანტის საათიც. 

„ბევრი კითხულობს გულწრფელად ან პროვოკაციულად, რომ „კი ბატონო, საჭიროა სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა, პირბადის ტარება, მაგრამ კომენდანტის საათი რას გვაძლევს?“. ერთი ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის და მას აჯარიმებენ, მართლაც უსიამოვნო პროცედურაა და შეიძლება, ამ კუთხით, არც იყოს გამართლებული, მაგრამ კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან. ამ ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მოხსნის დრო კი ჯერ არ მოსულა“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები