საზოგადოება
დაინფიცირებული საგარეჯოელი მედდის კონტაქტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ
2020-05-09 12:19:34
საგარეჯოში მცხოვრები მედდის კონტაქტების ყველა პასუხი Covid 19-ზე, უარყოფითია. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა გააკეთა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, საგარეჯოს საავადმყოფოში, სადაც მედდა მუშაობდა, მედიკოსები ორკვირიანი ცვლით მუშაობენ და არცერთ მათგანს ვირუსი არ უფიქსირდება.
რაც შეეხება კახეთის რეგიონს, გუშინ გაგზავნილი 212 ნიმუშიდან 112-ზე უარყოფითი პასუხია მიღებული.
შეგახსენებთ, მედდას, რომელიც საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსა და ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი PCR ტესტით სამი დღის წინ დაუფიქსირდა.
ხელახალი კვლევა მას ხვალ ჩაუტარდება.
კომენტარები