0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვში ქართული ეკლესია დაკეტეს

მოსკოვში ქართული ეკლესია კორონავირუსის გამო დაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას “TV პირველი” დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

“TV პირველი”-ის ცნობით, ინფიცირებულია ქართველი სასულიერო პირი, რომელიც ეკლესიის წინამძღვარია.

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილი:

“მე დაახლოებით 7-8 დღეა თვითიზოლაციაში ვიმყოფები. ტაძარი პირველი მაისიდან დაკეტილია. ჩატარდა დეზინფექცია და ტაძარი დაიკეტა საერთოდ ყველანაირი მსახურებისთვის და ასევე, დაიკეტა საეკლესიო მაღაზიაც. შეიძლება ითქვას, რომ ტაძრის ეზოშიც ვერავინ ვერ შედის, რადგანაც ყველაფერი გადაკეტილია პირველი მაისის შემდეგ

თუკი ეს ზიარებიდან არის გადასული, მე და მამა ფიოდორე ყოველ კვირას ვეზიარებოდით ერთი ბარძიმიდან. მაშინ ყველას უნდა გვჭირდეს ვინც ვეზიარებოდით”, 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები