მსოფლიო
ნახეთ, როდის და რომელ ქვეყნებში განაახლებს Wizz Air-ი ფრენებს
2020-05-08 10:39:40
უახლოეს დღეებში Wizz Air-ი ეკონომიკის სამინისტროს მიაწვდის იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ავიაკომპანია პირველ ეტაპზე ფრენების აღდგენას მიზანშეწონილად ჩათვლის. ნათია თურნავამ გადაცემაში ღია ეთერი განაცხადა, რომ ავიაკომპანიასთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„აქ მაინც აქცენტი იქნება ტურისტების მაღალმხარჯველ კატეგორიაზე, ვინც ნაკლებად იყენებს დაბალბიუჯეტიან კომპანიებს. საქართველოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია დაბალბიუჯეტიანი კომპანიების მოზიდვა. ამიტომაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ Wizz Air-თან და ის ამ დღეებში ჩვენ მოგვაწვდის იმ ქვეყნების მოკლე ჩამონათვალს, რომელთანაც მათ მიაჩნიათ, რომ პირველ ეტაპზე ფრენები აღდგეს.
ჩვენ მათ დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით. ასევე „თურქიშ ეარლაინსმა“ გამოაქვეყნა ქვეყნების სიალ, სადაც აპირებს ფრენები აღადგინოს და საქართველო არის პირველ ოცეულში. გვიკავშირდებიან და ვმუშაობთ სპარსეთის ყურის ქვეყნების ავიაკომპანიებთან. ასევე ჩვენი ადგილობრივი „აირზენა“ ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც რეგულარულ ფრენებს აღადგენს და 2 კონკრეტული მიმართულების შესახებ მალე გახდება ცნობილი“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
კომენტარები