საზოგადოება
“მიშა სიკეთის მეტს არაფერს არ მოუტანს… გამიხარდა, რომ დაინიშნა”
2020-05-08 00:44:49
“სიკეთის მეტს არაფერს არ მოუტანს… გამიხარდა, რომ დაინიშნა”- ასე გამოეხმაურა მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე უკრაინის რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას.
“ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, უნდა გვიხაროდეს, რომ ქართველს დაუძახეს ასეთი დარგის სახელმძღვანელოდ. ორივე ახალგაზრდა, ნიჭიერი და განათლებულია. რომ დასხდებიან ალბათ საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და საინტერესო რამეს მოიფიქრებენ”– განაცხადა ბუბა კიკაბიძემ “მთავარი არხი”-ს ეთერში ჩართვისას.
კომენტარები