მსოფლიო
“სააკაშვილი დაგვეხმარება მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში“
2020-05-07 22:32:52
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა უკვე მიულოცა:
“გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში“
კომენტარები