0 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პარტნიორის თანხმობის გარეშე სექსი დასჯადი გახდება – როგორ განმარტავს ინიციატივას გუგული მაღრაძე

პარლამენტში მუშავდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სექსუალურ ძალადობად ჩაითვლება აქტი თუ პარტნიორის გაცნობიერებული თანხმობა არ არსებობს.

მათ შორის, ეს ეხება ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებას.

მაგალითად, თუ ქმარი მეუღლის თანხმობის გარეშე მასთან სქესობრივ კავშირს დაამყარებს, ის შესაძლოა სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებაროს.

აღნიშნული საკნანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება სტამბულის კონვენციას, რომლის რატიფიცირების შემდეგ, 2017 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების მიუხედავად, კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს კონვენციისა (მუხლი 36) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

ამ სტანდარტით სექსუალური ძალადობის დეფინიცია უნდა ეყრდნობოდეს მსხვერპლის თანხმობის არარსებობას, ან მსხვერპლის ნების დამთრგუნველი გარემოებების ფართო სპექტრს, ხოლო სხვა სახის ძალადობა უნდა იყოს მისი დამამძიმებელი გარმოება.

დეპუტატი გუგული მაღრაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა ამ ინიციატივას, ვინმე სკეპტიკურად უყურებდეს, თუმცა კანონი უნდა იცავდეს ყველას თანაბრად, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც იძულებითი სქესობრივი კავშირის მსხვერპლია.

გუგული მაღრაძე, დეპუტატი:

„შესაძლოა ეს ქართულ ტრადიციებში არ ჯდებოდეს, მაგრამ რაკი ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ ევროპული ოჯახის წევრეობაზე, კანონმდებლობაც, ცხადია, შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ.

ძალადობა ძალადობაა, იქნება ეს რეგისტრირებული ქორწინებაში, თუ სხვა შემთხვევაში.

სქესობრივი კავშირი უნდა იყოს ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობა.

აქედან გამომდინარე, საჭიროა ასეთი კანონი.

ვინმესთვის შეიძლება ეს უცნაური იყოს, მაგრამ კანონი ყოველთვის არ არის ისეთი, რომ ყველა ადამიანის მენტალობას ეგრევე მოერგოს.

ასეთი ტიპის კანონების მიღება ჩვენ მოგვიწევს, რათა ნელ-ნელა დავამკვიდროთ ცივილიზებული საზოგადოების ნორმები“.

რატომ გახდა აუცილებელი?

„აქ საინტერესოა სტატისტიკის გაცნობა. შესძლოა ეს არ იყოს დიდი რაოდენობა, მაგრამ თუ ერთი ადამიანი მაინც თვლის ამ ტიპის ქმედების მსხვრპლად თავს, კანონი მასაც უნდა იცავდეს.

სექსუალურ იძულებას შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა ტიპის ტრავმვები, მათ შორის ფსიქოლოგიური.

მე მხარს ვუჭერ ამ ინიციატივს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა უნდა იყოს შეფასებული და ადამიანები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები“.

რამდენად იმუშავებს კანონი პრაქტიკაში?

„იმუშავებს თუ არა პრაქტიკაში ეს კანონო, წინასწარ ძნელი სათქმელია. თავიდან „ოჯახში ძალაოდბის“ შესახებ კანონზეც ამბობდნენ, რომ ეს არ იმუშავებს, რადგან ოჯახის შიდა საქმეაო.

აღმოჩნდა, რომ კანონი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, როგორც რეაგირების, ისე პრევენციის თვალსაზრისით.

გინეკოლოგებსაც შეგიძლიათ კითხოთ, რა კვალს ტოვებს ასეთი ურთიერთობა. დამტკიცების თვალსაზრისით, როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის ქმედება რაღაც კვალს ტოვებს ადამიანზე“.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად (2017) ↓↓↓

საქართველოში დაახლოებით 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

დაახლოებით 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია.

67 000 გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...