1 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საერთაშორისო ფრენების ეტაპობრივი აღდგენა 1 ივლისიდან დაიწყება

ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში, 1 ივლისიდან ქვეყანა მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სწორედ ამას დაემთხვევა სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა. 

ამასთან, მინისტრის თქმითვე, მაქსიმალურად დაიცავენ მოქალაქეების ჯანმრთელობას.  

"მესამე ეტაპი, 1 ივლისი, როდესაც ჩვენ ვიქნებით მზად, რომ მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები, უცხოელი ტურისტები, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა დაემთხვევა ამ მომენტს, უსაფრთხო დერეფნები. შესაბამისად, ეს ყველაფერი გაკეთდება პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტის განმტკიცებით და დაცვით. ამ მომენტისთვის ფრენების ეტაპობრივი აღდგენა მოხდება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები