0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წვიმა, სეტყვა და ქარი - როდემდე გაგრძელდება ცუდი ამინდები საქართველოში?

საქართველოში 10 მაისამდე არამდრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ასევე სეტყვა. სინოპტიკოსის განმარტებით, 11 მაისის შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

„საქართველოში, 10 მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდი იქნება. უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ასევე სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულებით ქარი. დაბლობ რაიონებში, 10 მაისის ჩათვლით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა +16+17 გრადუსის ფარგლებში იყოს. მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +10 +15 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში დაახლოებით + 5 +10 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში დაბალი ტემპერატურა შიდა ქართლშია მოსალოდნელი, სავარაუდოდ +14 +16 გრადუსი. კახეთში +22 +24 გრადუსი იქნება. თბილისში, 11 მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა.

11 მაისის შემდეგ, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შესაძლებელია, 12 და 13 მაისს + 24 +26 გრადუსი დაფიქსირდეს“,-აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები