მსოფლიო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 615-მდე გაიზარდა
2020-05-07 10:45:51
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 5-ით გაიზარდა და 615 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 485 პირი.
ინფორმაციისთვის, 615 ადამიანიდან 275 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე
კომენტარები