0 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“94 წლის ქალი ვირუსისგან მომარჩინეს, ჩემოდენა ქვაც აღარ დაგორავს…”

ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ზე ერთი ოჯახის 4 თაობა მკურნალობს. თაგაურების ოჯახი ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებოდა და ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

ოჯახის უხუცესი წევრი, 94 წლის ელინა თაგაური კორონავირუსით დაინფიცირების ისტორიას იხსენებს.

„დიდი მადლობა 94 წლის ქალი რომ კარგად გამხადეს, ახლა ვთხოვ რომ სახლში გამიშვან. 94 წლის ქალი პატარა ხომ არ ვარ, ჩემოდენა ქვა აღარ გორავს და მე ცოცხალი დავდივარ.

სიცხე არ მქონია, სუნთქვა მიჭირდა და ძალიან მტკიოდა ყელი. ახლა კარგად ვარ. არაფერი აღარ მიჭირს. ოღონდ ჩემს სახლში, წავიდე მეტი არაფერი არ მინდა“, – ამბობს ელინა თაგაური.

ოჯახის კიდევ ერთი წევრი რომან თაგაური ამბობს, რომ პირველად ვირუსი მის მეუღლეს აღმოაჩნდა, ამის შემდეგ კი COVID-19 ოჯახის სხვა წევრებსაც გადაედო.

„ოჯახიდან 8 ადამიანი ვართ ინფიცირებული. პირველად ჩემი მეუღლე დაინფიცირდა, საიდან შეეყარა ვერაფრით გავიგეთ.

მე არც ახლა და არც მაშინ არაფერი მჭირდა. ამ მოხუცს თავისებური ავადმყოფობა ჰქონდა. ახლა ისე კარგად გაგვხადეს, რომ რამის გავფრინდეთ.

რეკომენდაციებს ყველანაირად ვიცავდით, ყველა სახლში ვიყავით, მაგრამ საიდან შემოგვეპარა აზრზე არ ვართ“, – ჰყვება რომან თაგაური.

თაგაურების ოჯახში COVID-19 ყველაზე მძიმედ ლია თაგაურმა გადაიტანა. ქალბატონი ლია კორონავირუსის სიმპტომებს იხსენებს.

„თავიდან მაციებდა, მეგონა გაციებული ვიყავი და სახლში სითბოში ვიყავი. მერე დამეწყო ღებინების შეგრძნება. ვერაფერს ვჭამდი, მადა საერთოდ აღარ მქონდა. პირში მქონდა სიმწრის გემო. მესამე-მეოთხე დღეს სიცხე მომცა. ყელში რაღაც მაწვებოდა, მგუდავდა და გამოვიძახე სასწრაფო. კორონაზე როცა ავიღე ანალიზი და მეორე დღეს დადებითი პასუხი მომივიდა უფრო ცუდად გავხდი. საიდან და როგორ დავინფიცირდი ამას ვერ ვხვდები“, – იხსენებს თაგაური

კომენტარები

მსგავსი სიახლეები