მსოფლიო
ადვოკატი - გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი ბოლომდე იბრძოლებენ და დაამტკიცებენ, რომ მეორე მხარე - მერაბ კობიაშვილი გმირი არ არის
2020-05-06 21:23:14
გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი გამოძიებას სრულად ენდობა, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და დაამტკიცებენ, რომ მეორე მხარე - მერაბ კობიაშვილი გმირი არ არის
წულეისკირი ორი, მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილისთვის ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია, სრულ ნდობას ვუცხადებთ გამოძიებას, ნებისმიერი მათი ნაბიჯი გამართლებულია, ვთლით, რომ გამოძიება აბსოლუტურად სწორი ნაბიჯებით მიდის. ოჯახი ბოლომდე იბრძოლებს. რეალური სურათი რადიკალურად სხვაა იმისგან, რომ გარდაცვლილი, როგორც მონსტრი ისე ჰყავთ წარმოჩენილი, მეორე მხარე კი გმირად, აღნიშნულს ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან, სურათი რადიკალურად სხვაა. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ინციდენტი რამდენიმე დღით ადრე მერაბ კობიაშვილის ქცევამ გამოიწვია და სწორედ მერაბ კობიაშვილს მიუძღვის ბრალი იმაში, რომ ჩხუბი მოხდა და აღნიშნული ჩხუბი ასეთი შედეგით დასრულდა“, - აღნიშნავს წულეისკირი.
მისივე განმარტებით, რამდენიმე დღეში ოჯახი პრესკონფერენციის გამართვას და დეტალებზე საუბარსაც გეგმავს.
„ბრალის შესახებ დღეს გავიგეთ და ხვალ მცხეთაში ვაპირებთ ორივე ადვოკატი ჩასვლას და მასალების გაცნობას. მოგეხსენებათ, სასამართლოები დისტანციურ რეჟიმში ტარდება და ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, პროცესებს დავესწროთ და თვალ-ყური ვადევნოთ, შესაბამისად, უახლოეს მომავალში სასამართლოს მივმართავთ, რომ შესაძლებლობა დაგვერთოს დაზარალებულ მხარესა და ადვოკატებს პროცესს თვალი ვადევნოთ. ასევე ვფიქრობთ, პრესკონფერენციის ჩატარებას“, - აცხადებს წულეისკირი.
ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.
კომენტარები