პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ინიშნება - უკრაინული მედია
2020-05-06 15:46:29
საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ იგი ეროვნული რეფორმების საბჭოში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას დოიჩე ველეზე დაყრდნობით აქვეყნებს უკრაინული გამოცემა Цензор.НЕТ-ი.
„ვინიშნები აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ და არა მდივნად“ - განუცხადა ჟურნალისტებს სააკაშვილმა. მას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუ როდის უნდა მოხდეს მისი დანიშვნა. ზემოხსენებული უკრაინული მედიის ჟურნალისტმა , იური ბუტუსოვმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 6 მაისს უკრაინაში ელოდებიან პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის თქმით, პრეზიდენტი გააფართოებშ სააკაშვილის უფლებამოსილებას- მას შეეძლება მინისტრთა კაბინეტის სხდომებს დაესწროს.
„ზელენსკი აძლევს სააკაშვილს სახელმწიფო მოხელის სტატუსს, რომლის ფარგლებშიც მას შეეძლება ინიციატივებისა და კრიტიკის გამოთქმა მთავრობასთან დაკავშირებით“
კომენტარები