პოლიტიკა
ჩავთვალე, რომ პირველი დარტყმა უმჯობესი იყო ამეღო ჩემს თავზე - ტიკარაძის განმარტება იმ კადრებზე, სადაც ის მძღოლის გვერდით ჯდება
2020-05-06 02:14:21
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა იმ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ ეკატერინე ტიკარაძე სამსახურებრივ ავტომობილში მძღოლის გვერდით ჯდება, რაც საგანგებო ვითარების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებით აკრძალულია.
"ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაკეთეთ უკვე განცხადება, ვინაიდან თავიდან, როდესაც ამასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გაკეთდა, მე ჩავთვალე, რომ ჩვენი ოპონენტები მეტად უფრო დეტალურად შეისწავლიან საქართველოს კანონმდებლობას და დადგენილებებს, თუმცა ეს არ მოხდა და მიუხედავად ჩვენი განცხადებისა, რადგან ეს კითხვა კვლავ არის ღია, თქვენი ეთერის საშუალებით განვმარტავ, რომ საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის აღმსრულებელს აქვს უფლება საგანგებო მდგომარეობაში მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები, რომელიც არის აუცილებელი ხშირ შემთხვევაში. და ეს იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალების მცირე ოდენობით მომხდარიყო ადამიანების მაქსიმალური რაოდენობის გადაყვანა. შესაბამისად, მე ჩავთვალე, რომ პირველი დარტყმა, უმჯობესი იყო, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობის მიზეზი მე გახლავართ, ამეღო ჩემს თავზე," - განაცხადა მინისტრმა.
კომენტარები