საზოგადოება
სირცხვილია, რომ იძახიან, 70 წლის ადამიანი გარეთ არ გამოვიდესო, ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს?! - ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი
2020-05-06 02:06:10
სირცხვილია, რომ იძახიან, 70 წლის ადამიანი გარეთ არ გამოვიდესო, ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს?! ყველას შეგვიძლია სიფრთხილე და აუცილებელია, მაგრამ ხედავთ, ღმერთმა როგორ გვაშორა ყველაფერი, პატრიარქი გვაჩვენებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით ამ განსაცდელის ჟამს, – ამ სიტყვებით მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ლოცვის დასრულების შემდეგ.
„სინოდში ძლიერი ერთობაა და იცოდეთ, რა ძალამ უნდა დაგვაშოროს, მაშინ მოღალატეები გავხდებით ქრიტესი, სამშობლოსი და დედაეკლესიის. ბოლოჟამი სხვანაირად კი არ იქნება, ასე იქნება და ბევრი შეშინდება. ყველამ გმირობა გამოაჩინა, ვისაც შეეშინდა, ისინიც გმირები არიან, რადგან საშუალება მოგვცეს, რომ გველოცა, ყველას შევუნდოთ და არავინ განვიკითხოთ. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ ქვეყანას. ჩვენი სიმდიდრე ქრისტეში, ჩვენს საქართველოში და დედაეკლესიაშია. ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო 87 წლის ადამიანი, სულით და ხორცით ქრისტიანი, ქართველი, ჩვენი მამამთავარი, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი. უფალმა მთავარსარდლად გამოირჩია და სხვები თუ, მაპატიეთ და, ლეიბზე წამოწოლილებს გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში ხალხის გარეშე, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და მიუძღვებოდა ქრისტეს ლაშქარს, თქვენ ხართ ქრისტეს ლაშქარი, ყველაფერი კარგად იქნება!“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
კომენტარები