0 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

32 წლის ფეხმძიმე ქალის სიცოცხლე გრიპმა შეიწირა - “ექიმმა თქვა, ასე რთულად არ არის საქმე, არ გადმოიყვანოთ საავადმყოფოშიო”

ეკატერინა ნათენაძის სიცოცხლე თებერვლის დასაწყისში, 32 წლის ასაკში შეწყდა. ის ორი შვილის დედა იყო და მესამეს ელოდებოდა. ხუთი თვის ორსული ავად გახდა, რამდენიმე დღეში კი მდგომარეობა ისე დამძიმდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვალების მიზეზად გრიპი სახელდება.

ეკატერინა ახალციხიდან ონის რაიონის სოფელ პიპილეთში იყო გათხოვილი. მისი მული, ნათია გოგლიძე, გვიყვება, რომ ახალგაზრდა ქალი თავისი ფეხით მივიდა ამბროლაურის საავადმყოფოში. ამის შემდეგ კი მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდა.

– ქალბატონო ნათია, როდის გართულდა თქვენი რძლის მდგომარეობა?

– ჯერ ბავშვებს ჰქონდათ ვირუსი და შემდეგ ეკატერინას გადაედო. დაბალი სიცხე ჰქონდა – 37 გრადუსი. მესამე დღეს მაღალი სიცხე მისცა, 39 გრადუსი და ჩემი უბნის ექიმს დავუკავშირდი, შემდეგ – სასწრაფოს. მანამდე, როცა სიცხე ჰქონდა, თავის მეან-გინეკოლოგს ეკონტაქტებოდა, რომელთანაც აღრიცხვაზე იყო აყვანილი. ექიმი რასაც ეუბნებოდა, იმას აკეთებდა.

მესამე დღეს, როცა მდგომარეობა დამძიმდა და ტემპერატურამაც მოიმატა, სასწრაფო გამოვიძახეთ. ჩვენთან, ონის რაიონში, სამშობიარო სახლი არ არის. სასწრაფომ თქვა, ამბროლაურში უნდა გადავიყვანოთო. ამის პარალელურად დავუკავშირდით მის მეან-გინეკოლოგს, რომელმაც გვითხრა, ეგ ინფექცია ყელიდან არისო. სასწრაფოს ექიმებს უთხრა, არ გადმოიყვანოთ ამბროლაურში, ასე რთულად არ არის საქმეო.

სასწრაფო წავიდა. დაგვიბარეს, რაიმე გართულება თუ იქნა, ან გამოგვიძახეთ, ან თქვენ გადაიყვანეთო.

– ამის შემდეგ როგორ განვითარდა პროცესები?

– საღამოს კიდევ უფრო გართულდა მდგომარეობა. საშინლად ახველებდა. დაწოლილი ვერ ძლებდა. ოჯახში მეც მქონდა სიცხე და დედაჩემსაც. ეკატერინას დილით უკვე ჰაერის უკმარისობა დაეწყო. ბიძაშვილს დავურეკე და მანქანით მოვიდა. ჩემი რძალი საკუთარი ფეხით ჩაჯდა მანქანაში და პირდაპირ ამბროლაურში წავიყვანეთ.

ჩვენგან ამბროლაურამდე 30 კმ-ია. რძალმა თქვა, ჩემს ექიმთან მივიდეთო. როცა მას დავუკავშირდით, გვითხრა, დღეს სასწრაფოში ვმუშაობ, მორიგე ვარ, მაგრამ ჩამოიყვანეთ, მორიგე ექიმს გამოიძახებენ და ამასობაში მეც მოვალო.

ეკატერინა გასინჯეს, ექოსკოპია და რენტგენი არ გადაუღეს, რადგან მდგომარეობა უმძიმესი იყო. კატასტროფის ბრიგადამ ჟანგბადი დაუდგა, წნევას აკონტროლებდნენ და ქუთაისში გადავიყვანეთ.

– ქუთაისში რა თქვეს ექიმებმა?

– ქუთაისში შევიყვანეთ საღამოს 7 საათისთვის და გამთენიისას უკვე გარდაიცვალა. ნაყოფის მოშორება უნდოდათ. ოპერაცია რომ დაიწყეს, მდგომარეობა დამძიმდა და ამ დროს გარდაიცვალა.

– იცოდით მუცლადმყოფი ბავშვის სქესი?

– 31 იანვარს ჰქონდა ბოლო ვიზიტი გინეკოლოგთან. ექიმმა უთხრა, წყლები ამღვრეულია, სქესს ვერ ვხედავ, მაგრამ, სავარაუდოდ, ბიჭიაო… ეკატერინას ორი შვილი დარჩა – 7 წლის გოგო და 4 წლის ბიჭი. გოგომ უკვე დაიწყო ამ ყველაფრის გაცნობიერება, ბიჭს კი ჰგონია, რომ დედა სადღაც არის წასული და მალე დაბრუნდება.

ჩემი რძალი კარგი გოგო იყო. 8 წელია, რაც ჩვენი ოჯახის წევრია და ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ახალციხიდან იყო.

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორის, თამარ ჯანელიძის, თქმით, კლინიკაში შესვლისას პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მას ყველა სახის სამედიცინო დახმარება გაეწია, მაგრამ ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

– 8 თებერვალს კატასტროფის სამსახურმა შემოიყვანა 32 წლის ქალი, რომელიც იყო 20 კვირის ორსული, მძიმე მდგომარეობაში, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია. მაშინვე მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა. რამდენიმე საათში პაციენტი გარდაიცვალა. ყველა ანალიზი გადაგზავნილია შემოწმებაზე. სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციაა, მაგრამ პასუხს ველოდებით, – განაცხადა თამარ ჯანელიძემ.

წყარო: sarkenews

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...