საზოგადოება
ხათუნა ზახაშვილი - დეკემბერ-იანვარში ტესტირებული ნიმუშები გადაიტესტა, 26 თებერვლამდე, როდესაც პირველი შემთხვევა დავარეგისტრირეთ, საქართველოში კორონავირუსი არ გამოვლენილა
2020-05-05 20:29:17
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დეკემბერსა და იანვარში გრიპზე ჩატარებული ყველა ტესტი ხელახლა გადამოწმდა და არცერთი მათგანის შემთხვევაში ახალი კორონავირუსი არ გამოვლენილა.
როგორც ზახაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოში 26 თებერვლამდე, როდესაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, ვირუსი არ არსებობდა.
„დეკემბერ-იანვარში ტესტირებული ნიმუშები ჩვენთან გადაიტესტა, მათ შორის SARS-COV-ის (ახალი კორონავირუსი) ვირუსზე. დეკემბერიდან მოყოლებული ყველა ნიმუში, რომელიც ტესტირებული იყო გრიპზე, შემდგომში გაიტესტა SARS-COV-2 ვირუსზე და არცერთ მათგანში 26 თებერვლამდე, როდესაც პირველი შემთხვევა დავარეგისტრირეთ, საქართველოში კორონავირუსი არ დაგვიჭერია, არ გამოვლენილა და ეს არის მტკიცებულება, რომ მანამდე ჩვენს ქვეყანაში SARS-COV-2 არ ყოფილა“, - განაცხადა ზახაშვილმა.
კომენტარები