მსოფლიო
ეკატერინე ტიკარაძე: 112-ზე დარეკვისას აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი ეჭვი, თუ ვფიქრობთ, რომ ვართ კოვიდინფექციის რისკის ქვეშ
2020-05-05 17:22:51
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა, 112-მა უფრო დეტალური კითხვარით გამოკითხოს პაციენტებს ის ჩივილები, რომელთა გამოც მათ სურთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. უწყების პირველი პირის თქმით, ხშირად, ექმიმებისთვის უცნობია, თუ რა ჩივილების მქონე პაციენტთან გადიან მისამართზე, ვინაიდან სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს, პაციენტთა ნაწილი, ოპერატორს ამომწურავად არ აწვდის ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმებისთვის ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინფორმაციის სრულად ფლობის შემთხვევაში, ისინი უნდა აღიჭურვნონ შესაბამისი ტანისამოსით.
„112-ზე ზარის განხორციელებისას აუცილებელია ზუსტად ავსახოთ ის ჩივილები, რომელიც გვაქვს. ასევე, უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი ეჭვი, თუ ვფიქრობთ, რომ ვართ კოვიდინფექციის რისკის ქვეშ. უნდა დავაფიქსიროთ, რომ გვაქვს სიცხე. ამ შემთხვევაში, ეკიპაჟი მოახდენს სრულ აღჭურვას და მისამართზე მივა უსაფრთხოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ექიმების თქმით, ხშირია შემთხვა, როცა მათთვის უცნობია, თუ რა ტიპის პაციენტი ელით მისამართზე. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში, როგორც სამინისტრომ, ასევე 112-მა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქმედებები და მეტად დეტალური კითხვარით გამოვკითხოთ პაციენტები. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტების გახსნილობა და გამჭვირვალობა, რათა შევძლოთ მათი დახმარება და უზრუნველვყოთ მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები