0 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი პროექტი „ვებსკოლა“ დაიწყო, რომელიც აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი „ვებსკოლა“ დაიწყო ➡ https://el.ge/webinars

▶️ პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ, ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას.

▶️ პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა https://el.ge/ -ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.

▶️ ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

▶️ ​ ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეუძლია ვებგვერდზე https://el.ge/ , თითოეული ვებინარის ჩანაწერი შეინახება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

▶️ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.

 კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა დაევალა. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები