მსოფლიო
“ტუჩებში მეცა…” – ანდრია სარია სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს
2020-05-05 14:43:30
ჩამოტვირთვა
მღვდელმონაზონი ანდრია სარია სოციალურ ქსელში, ავრცელებს აუდიო ჩანაწერს და წერს:
„ამა წლის 15 თებერვალს დაწერილ ჩემს ამ სტატუსზე, რაღა თქმა უნდა სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას (კარგი იქნებოდა, რომ ადრესატს შეესმინა და გაეთვალისწინებინა)…
ისევე, როგორც, მიტროპოლიტი პეტრე გასული წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე იღებს პასუხისმგებლობას.
დღემდე ითხოვს გამჭვირვალე, ღია, დიდ საეკლესიო კრებას ან საეკლესიო სასამართლოს რჯულის კანონის უზენაესობის პრინციპით;
შერჩევითი სამართლის გარეშე, მაგრამ სანამ ეს ბედნიერება გვექნება დაინტერესებულ საზოგადოებას ვთავაზობ ერთ ხმოვან შეტყობინებას…
მსგავის "მარგალიტები” სამწუხაროდ მრავლად მოგვეპოვება….
ეს კი ჩემი მირქმის სტატუსია: "სოდომის ვირუსი სულის მკვლელია პატრიარქო და მისგან თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია.
კორონა ვირუსი სხეულს კლავს, ის კი სულის წარწყმედას უწყობს ხელს…
ეს რომ შეინანოთ და ღვთისმშობელი გაახაროთ, მაგაზე ვლოცულობთ… გილოცავთ, მირქმას…
სულიერი სიწმინდე მოგმადლოთ უფალმა და ერიც იხსნას ამ უბედურებისგან, რასაც სოდომია ჰქვია…”
კომენტარები