მსოფლიო
22 მაისს საგანგებო მდგომარეობა სრულდება,შეიძლება ამ მდგომარეობის გაგრძელება გახდეს საჭირო პირობითად 1 თვით ან რამდენიმე კვირით - კობახიძე
2020-05-05 00:05:02
მრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის ვადებთან დაკავშირებით მკაფიო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მისი თქმით, შესაძლოა, რომ საგანგებო მდგომარეობის 1 თვით ან რამდენიმე კვირით გაგრძელება გახდეს საჭირო. “ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, სრულდება 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა თუ შეიძლება ამ მდგომარეობის გაგრძელება გახდეს საჭირო პირობითად 1 თვით ან რამდენიმე კვირით. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება მოვლენებზე დაკვირვების საფუძველზე. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული და ბუნებრივია, იქნება განსაზღვრული დინამიკა და ამ დინამიკას ჩვენ ბოლომდე ვერ ვმართავთ. არის ეპიდემია, რომელიც შეიძლება ან ერთი ან მეორე ფორმით გავრცელდეს”, — განაცხადა კობახიძემ იმედის ეთერში.
კომენტარები