0 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ვაქცინა იქნება პირობას ვიძლევი, პირველი მე გავიკეთებ

ყველა ადამიანის ასეთი განცხადება, მით უფრო, როდესაც მათი გავლენა საზოგადოებაზე არსებობს, შეიძლება დამაზიანებელი იყოს მთლიანად სამყაროსთვის და გლობალური ჯანმრთელობისთვის. ასე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ეთერში იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ქადაგებას, სადაც ის აცხადებს, რომ მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა.

„თუ ვაქცინა იქნა, პირობას ვიძლევი, რომ პირველი მე გავიკეთებ და ბევრი ადამიანი ამას დათანხმდება. განსხვავებული აზრი იარსებებს და ამ აზრს ჩვენ მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიცემით უნდა დავუპირისპირდეთ“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები