მსოფლიო
ლევან ვასაძესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აქტივისტების ჯგუფი მზად არის ფინანსურად დაეხმაროს ტრანსგენდერ ქალს
2020-05-04 17:14:07
ლევან ვასაძესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აქტივისტების ჯგუფი „ალტ ინფო“ მზად არის ფინანსურად დაეხმაროს ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის დაწვა სცადა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის თანამოაზრემ, „ალტ ინფოს“ დამფუძნებელმა, კონსტნატინე მორგოშიამ დაწერა.
„ჩვენ, ალტ-ინფო ჯგუფი ამ პანდემიის დროს ამ პანდემიის დროს ბევრ ადამიანს, სტრუქტურას, თუ ორგანიზაციას დავეხმარეთ.
ამიტომ, თუ ვინმე ითავებს ამ ადამიანის დახმარებას და დაწერთ ანგარიშის ნომერს…
მიუხედავად ჩვენი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებისა, მზად ვართ, ფინანსურად დავეხმაროთ ამ განსაცდელში მყოფ პიროვნებას“, – წერს ლევან ვასაძის თანაგუნდელი კონსტანტინე მორგოშია.
კომენტარები