1 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ 58 წლის პაციენტზე, რომელიც COVID 19-ით გუშინ, 3 მაისს გარდაიცვალა.

"აღსანიშნავია, რომ გუშინ გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც იყო 58 წლის და ჩვენი ექიმები ამ მიმართულებით მეტი ყურადღებით იქნებიან. ვინაიდან, ნათლად გამოკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა,"- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები