მსოფლიო
საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
2020-05-04 12:40:04
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე 88 პაციენტი იმყოფება. მათგან 68 პაციენტს COVID დადასტურებული შემთხვევა აქვს.
კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკიდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი კლინიკიდან 12 პაციენტი გაეწერა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის არასრულწლოვანი რამდენიმე წუთში დატოვებს. ლევან რატიანის თქმით, ის 24 საათის განმავლობაში კლინიკაში იწვა.
კიდევ ერთი ქალბატონი, რომლის მდგომარეობაც ყველაზე მძიმე იყო, დღეს თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.
"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 88 პაციენტი, აქედან 68 გვყავს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა.
დღეს რამდენიმე წუთში კლინიკიდან 5 პაციენტი გაეწერება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 12 გამოჯანმრთელებული.
ასევე, გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა - 13 წლის ბავშვი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 24 დღის განმავლობაში იწვა. ორჯერადად, პროტოკოლის მიხედვით, გამოვიდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში მოზარდი დატოვებს კლინიკას.
რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 6 პაციენტი.
გუშინ გადმოვიყვანეთ 1 პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში - ქალბატონი, რომელიც ყველაზე მძიმედ იყო, მართვით სუნთქვაზე მყოფი, შაქრიანი დიაბეტით და ყველა გართულებით. ამ ეტაპზე ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია და შეესაბამება მის ქრონიკულ მდგომარეობას. რამდენიმე დღეში ქალბატონი გაეწერება კლინიკიდან.
ასევე, გვყავს ორსული, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ფიტალური ფუნქციები, როგორც ნაყოფის, ასევე დედის, შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. გართულების გარეშეა.
რაც შეეხება ყველასთვის საინტერესო თემას, როგორც ჩვენი, ასევე ქვეყნის მასშტაბით, მედპერსონალის მდგომარეობა სტაბილურია. ყველანაირი გართულებების გარეშეა," - განაცხადა ლევან რატიანმა.
კომენტარები