საზოგადოება
“გვყავს 1 მძიმე კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს მძიმე პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოხატული ჰიპერტონიული დაავადება”
2020-05-04 10:57:04
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ ერთი მძიმე პაციენტი რჩება, რომლის მდგომარეობის სტაბილიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ამ ეტაპზე საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსისგან 361 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ შეგვემატა მხოლოდ 1 დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია. სულ გვყავს 55 ინფიცირებული, გუშინ კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, კვლავ გვყავს 1 მძიმე კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს მძიმე პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოხატული ჰიპერტონიული დაავადება, ჯერჯერობით მდგომარეობის სტაბილიზება ვერ ხერხდება“, - აცხადებს მარინა ეზუგბაია.
კომენტარები