მსოფლიო
„ჯერ ვიფიქრე არ გამოვეხმაურები თქო, ჩემმა მეგობრებმაც ასე მირჩიეს, მაგრამ…“ – ეკა კვესიტაძე მარინა ეზუგბაიას პასუხობს
2020-05-03 22:40:27
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებას, სადაც მარინა ეზუგბაია ეკა კვესიტაძისგან და ზურა გურულისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:
„ცოტა ხნის წინ მარინა ეზუგბაია გამოვიდა და თქვა, მე ფეისბუქი საერთოდ არ მაქვსო და ფეიკი გვერდიაო. ეს კიდევ უფრო კარგად არჩვენებს, თუ როგორ იყენებს სახელისუფლო პროპაგანდა ექიმების სახელებს ადამიანების დისკრედიტაციისთვის. დანარჩენს მაინც დავტოვებ. “მე კი თენგიზ ცერცვაძემ “პლაქველინი” პირველივე დღეს დამინიშნა. ეს იყო ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც ვიღებდი. ჩემ შემთხვევაში ძალიან მსუბუქად წარიმართა დაავადება. იქ სადაც მძიმე პნევმონია ერთვება და სუნთქვის უკმარისობაა, სისტემური მკურნალობის კურსი ინიშნება. ესაა ციტატა ნიკა გამყრელიძესთან ინტერვიუდან, რომელიც გადაცემაში გამოვიყენეთ (ლინკს კომენტარებში ჩავაგდებ)- მხოლოდ ციტატა. ისევე როგორც გამოვიყენეთ რადიო თავისუფლების რესპოდენტების ციტატები იგივე თემაზე. ჯერ ვიფიქრე არ გამოვეხმაურები თქო, ჩემმა მეგობრებმაც ასე მირჩიეს, მაგრამ, მერე ვნახე ქოც-სააგენტოების მიერ ატაცებული და გადავწყვიტე, მხოლოდ მშრალი ფაქტები მოგაწოდოთ. ამ ქალბატონს კიდევ გადაეცით, რომ გადაცემაში ვეპატიჟები, ერთხელ მაინც თქვას უარი შალვა რამიშვილთან სტუმრობაზე და ჩემთან მოვიდეს. დარწმუნებული იყოს, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება ბევრ თემაზე, მათ შორის იმაზე, თუ რა კლინიკური კვლევებს ატარებენ და სად აპირებენ ამ კვლევების გამოქვეყნებას“.
კომენტარები