0 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-7 პაციენტი 83 წლის მამაკაცია,რომელსაც შაქრიანი დიაბეტის გამო მოკვეთილი ჰქონდა კიდურები

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

„ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა დღეს საღამოს მეშიდე პაციენტი. 83 წლის მამაკაცი ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები