საზოგადოება
პირველი კადრები საოპერაციოდან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულს ოპერაცია გაუკეთდა
2020-05-01 00:49:01
„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები საოპერაციოდან, სადაც პირველად საქართველოში კოვიდინფცირებულს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ოპერაციაში 30-მდე მედიკოსი მონაწილეობდა. როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია ამბობს, ექიმები ორი დღე ცდილობდნენ პაციენტის დახმარებას თერაპიული მკურნალობით, მაგრამ ქირურგიული ჩარევის გარეშე პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. პაციენტს ოპერაცია, ლაპარასკოპიის მეთოდით, ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა.
„სრული აღკაზმულობით მოუწიათ ექიმებს ოპერაციის ჩატარება, ექთნის შეცვლაც კი დაგვჭირდა, რადგან ძალიან რთულია ასეთი ეკიპირებით მუშაობა. ოპერაცია წარმატებით ჩავატარეთ. ქირურგი საოპერაციოდან რომ გამოვიდა, როგორც იტყვიან, წყლად იღვრებოდა, სათვალეც კი დაბურული ჰქონდა, რადგან როგორც აღვნიშნე, ტექნიკურად ძალიან რთულია, ასეთი აღკაზმულობით მუშაობა“ – განაცხადა დავით გადელიამ.
კომენტარები