მსოფლიო
თენგიზ ცერცვაძე: „რემდესივირს“ არა აქვს ისეთი უკუჩვენებები, რომ მისი გამოყენება სახიფათო გახდეს
2020-04-30 22:18:09
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა წამალი „რემდესივირს“- ის უკუჩვენებებზე ისაუბრა აღნიშნა, რომ მას რაიმე განსაკუტრებული უკუჩვენებები არ აქვ.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, მასთან დაკავშირებით რამდნიმე კვლევაში სკეპტიკური შენიშვნები უფრო სხვა მიმართულებით იყო.
„ახალი მედიკამენტის დამკვიდრება პრაქტიკაში არ ხდება ერთი რომელიმე კვლევით და ეს ხდება დიდი კვლევების ერთობლიობით და შემდეგ მათი შედეგების დეტალური ანალიზით. იყო რამდენიმე კვლევა, რომელშიც „რემდესივირმა“ თითქოს ვერ უჩვენა მაღალი ეფექტი და იყო ერთგვარი იმედგაცუებაც, ისევე როგორც ეს თან სდევს ყველა მედიკამენტს, რომლებიც აქამდე გამოიყენებოდა COVID-19-ის სამკურნალოდ. იგივე ცნობილ „პლაქვენილსაც“, რომელსაც საქართველოშიც იყენებენ“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
კომენტარები