0 4 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„დღეს ჩვენ გვქონდა პიკი “ - ამირან გამყრელიძე

"დღეს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ კიდევ უფრო გაფართოება ლაბორატორიული კვლევების, ძირითადი აქცენტია მოლეკულურ კვლევებზე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, PCR ტესტების ჩატარების მასშტაბი შეზღუდვების მოხსნის პარალელურად გაიზრდება. 

„დღეს გვქონდა ჩვენ პიკი - 1,096 კვლევა ჩატარდა უკვე 12 ლაბორატორიაში. კვლევებში, მთელი საქართველოს მასტაბით, უკვე 5-დან ავედით 12 ლაბორატორიაზე, იქითა კვირიდან კიდევ 3-ის დამატებაა გათვალისწინებული. 

გვინდა, რომ მაისის 15-მდე ჩვენ დღიურად 1500-დან 1700-მდე კვლევა ვაწარმოოთ. 15 მაისიდან შემდგომ მეორე ეტაპზე ვაპირებთ 2000-დან 2500-მდე ასვლას, ეს აუცილებელია როდესაც ხდება შეზღუდვების შემსუბუქება; აუცილებელია, რომ ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR კვლევებზე და მეორე მხრივ, იყოს ჯანდაცვის ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები