საზოგადოება
რემდესივირი ქვეყანაში არ გვაქვს და როგორ უნდა გამოვიყენოთ? – მარინა ეზუგბაია
2020-04-30 11:42:30
იყენებენ თუ არა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას რემდესევირს – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ქვეყანაში რემდესივირი არ არის, შესაბამისად მას ვერც გამოიყენებენ.
“ქვეყანაში არ არის და როგორ უნდა გამოვიყენოთ?” – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩმა თქვა, რომ რემდესივირმა COVID-19-თან ეფექტიანობა აჩვენა და პრეპარატს ინფექციის შეჩერება შეუძლია.
კომენტარები