0 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან რატიანი: პიკი ალბათ უახლოეს დღეებში მოიხსნება

პიკი ალბათ უახლოეს დღეებში მოიხსნება და დაღმავალი გზისკენ წავა ვირუსის შედეგად გამოწვეულ ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, რისი დიდი იმედიც მე პირადად მაქვს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, როდესაც ვირუსი სწრაფად იწყებს აფეთქებას და პროგრესირებას, ის ასევე სწრაფად იწყებს თავის ფუნქციის შეწყვეტას.

„ეპიდემიის შემთხვევაში, არსებობს ასეთი რამ, როდესაც ვირუსი იწყებს სწრაფად აფეთქებას და პროგრესირებს, ის ასევე სწრაფად იწყებს თავის ფუნქციის შეწყვეტას და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დადგება. პიკი ალბათ უახლოეს დღეებში მოიხსნება და დაღმავალი გზისკენ წავა ვირუსის შედეგად გამოწვეულ ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, რისი დიდი იმედიც მე პირადად მაქვს“- განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები