0 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომით გადაიყვანეს, ლეიკემია აღმოაჩნდა

წლის ემილი ხიზამბარელს, რომელიც კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს, მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ამჟამად, ის იაშვილის კლინიკაში იმყოფება.

ემილის ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა. დღევანდელი ვითარების გამო, ფრენები არ არის, ამიტომ ბავშვი უნდა გადაიყვანონ რეანომობილით, რაც 9500 ლარს საჭიროებს და მკურნალობა ცალკე ძალიან დიდ თანხებს მოითხოვს. დეტალებზე გოგონას დედა ფეისბუქში წერს:

“ჩემი შვილი, 4 წლის ემილი ფუმფულა, კულულა, თვალებრიალა პრინცესა, რომელიც თავის თავს “პეპა გოჭს” ეძახდა, წლების წინ, როცა ყველა ექიმი გვეუბნებოდა, რომ შვილი არ გვეყოლებოდა და, სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ასეც უნდა ყოფილიყო, დიდი სასწაული მოხდა და ქალბატონმა ემილიმ ინება დედამიწაზე მობრძანება. ასე, ძლიერი გოგოა.

შეუძლებელია, ნახო ემილი და არ შეიყვარო, ირგვლივ ყველაფერს ათბობს თავისი სითბოთი და სიყვარულით. ყოველთვის ვამბობ, ჩემი ახდენილი ოცნებაა.

პატარა ფუმფულიკო, რომელსაც ძალიან უყვარს ცეკვა, სიმღერა, თამაში, პრანჭვა და შოკოლადები, დღეს, მოწყენილი, სულ საწოლში წევს და ებრძვის ვერაგ დაავადებას ლეიკემიას!!! covid-19 შეშინებულები, მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში განთავსებულებს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაგვიდგინდა.

რამდენიმე დღის წინ თავად ვაზიარებდი მსგავს პოსტებს და ვერც კი წარმოვიდგენდი, მსგავსი მე თუ დამემართებოდა, ასმაგად მწარეა, როცა საქმე შენს 4 წლის შვილს ეხება. კითხვას: დედა, როდის წავთ სახლში, ჯერ პასუხი არ აქვს.

ძალიან გვინდა, რომ მალე წამოვდგეთ ფეხზე და გავაგრძელოთ ჩვეული ცხოვრება, ამაში თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება!!!გზა მძიმე, დამღლელი და გრძელია, მაგრამ ნათელიც მალე გამოჩნდება და ამ დღეებს აღარასოდეს გავიხსენებთ!ემილის ძალიან უნდა სახლში! გთხოვთ, დაგვეხმარეთ….

ამ გოგოსაც ძალიან უყვარს კოსმეტიკა, სარკე და პრანჭიაობა”, – წერს გოგონას დედა.

რეკვიზიტები:

მიმღები: მარინე ბერიაშვილი, ემილის ბებიაპირადი ნომერი: 01004002158საქართველოს ბანკი#GE13BG0000000161828101

საქართველოს ბანკში, უცხოური ვალუტის ჩარიცხვის შემთხვევაშიდაგჭირდებათ სვიფტი:

დოლარის შემთხვევაშიSWIFT: CITIUS33SWIFT: BAGAGE22

ევროს შემთხვევაშიSWIFT: COBADEFFSWIFT: BAGAGE22

თიბისი ბანკი:#GE71TB7688145063600004

კომენტარები

მსგავსი სიახლეები