საზოგადოება
სტრატეგია „აღმაშენებელი“ - სოციალური ქსელების ანალიზის მიხედვით, გიორგი ვაშაძის მიმართ მოქალაქეთა ინტერესი სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე გიორგი გახარიასა და კახა კალაძის
2020-04-29 22:22:42
სტრატეგია „აღმაშენებელის“ გუნდის ინფორამციით, სოციალური ქსელების ანალიზის მიხედვით, გიორგი ვაშაძის მიმართ მოქალაქეთა ინტერესი და ჩართულობა სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე გიორგი გახარიასა და კახა კალაძის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტრატეგია „აღმაშენებელიდან“ აცნობეს.
„კვლევის შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე აქტიური და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ყველაზე საინტერესო „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეა. აღმოჩნდა, რომ ოპოზიციონერ ლიდერს სოციალურ ქსელში ყველაზე უფრო აქტიური და სხვა ქართველ პოლიტიკოსებთან შედარებით მეტი რეიტინგი აქვს.
რეიტინგების გადამოწმება „ფეისბუქ“ გვერდების მფლობელებს მარტივად შეუძლიათ, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სოციალური ქსელის ჩართულობის (Engagement) კომპონენტი, რომელიც მოიცავს აუდიტორიის ნებისმიერ აქტივობას კონკრეტული გვერდის პოსტებზე - ლაიქებს, კომენტარებს, გაზიარებებს, ბმულზე გადასვლას და ა.შ. რაც კარგად ასახავს საზოგადოების ინტერესს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და მათი ოფიციალური გვერდების მიმართ. მოქალაქეთა ინტერესისა და ჩართულობის მიხედვით გიორგი ვაშაძე 3-ჯერ უსწრებს, მაგალითისთვის, გიორგი გახარიასა და კკალახა კალაძე“, - აღნიშნულია სტრატეგია "აღმაშენებელის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები