მსოფლიო
თენგიზ ცერცვაძე - უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს, მაგრამ მატება არ იქნება დრამატული - გემუდარებით, დავრჩეთ სახლში!
2020-04-29 21:51:05
მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება კორონავირუსის შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს, მაგრამ მატება არ იქნება დრამატული, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმყოფება თუ არა ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკში.
„მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 - სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით. მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი“,- განაცხადა ცერცვაძემ.
კომენტარები