0 4 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“თუ 3,5 მილიონ მოსახლეზე 500 ინფიცირებულია, მაშინ ქვეყანა უნდა გუგუნებდეს და მანქანით გადაადგილების შეზღუდვა ნონსენსია”

Covid-19-ის მკურნალობის ქართული გაიდლაინზე გადაცემაში “სტუმრად ექიმთან” პლასტიკურმა ქირურგმა კოტე მათითაშვილმა ისაუბრა, ინტერვიუს პორტალი “ფორტუნა” აქვეყნებს.

– დღეიდან შეზღუდვების ნაწილი  უკვე მოიხსნა, თუმცა იყო საუბარი იმაზეც, რომ თუ ვითარება გართულდა, შეიძლება ეს შეზღუდვები ისევ დაწესდეს. გვითხარით, თქვენი აზრით რა უნდა იყოს სამედიცინო სარჩული იმისათვის, რომ ვისაუბროთ შეზღუდვების გამკაცრებაზე ან მოხსნაზე?

ეს ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ვეცდები გიპასუხოთ. ჩვენი დღევანდელი რეალობა არაფრისმთქმელია. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც სტატისტიკით,  რომელიც შეიძლება სათუოა, იმიტომ რომ ქვეყანაში დიდი ოდენობით ტესტირება არ მიმდინარეობს, გვაქვს რაღაც მონაცემი. აგრესიული ტესტირება მხოლოდ  რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო.  თუ ქვეყანაში არ მიდის მასიური კვლევა დ აგრესიული ტესტირება, ჩემთვის ეს სტატისტიკა არაფრის მთქმელია, რადგან არ ვიცით რეალურად რამდენია დაავადებული, რამდენია უსიმპტომო, მძიმე ან მსუბუქი პაციენტი. მე ვერ ვხედავ ინფორმაციას დეტალურად.  ყველა ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდიან მთავრობის წარმომადგენლები თუ ჩემი კოლეგები, არის ზოგადი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვირუსი გადავლახეთ, ეს ძალიან არასწორი იქნება. გუშინ ბატონმა ამირანმაც თქვა და სრულიად ვეთანხმები იმაში, რომ არსებული სტატისტიკა არ ნიშნავს იმას, რომ „ჩვენ ეს ვირუსი გადავლახეთ და მაგრები ვართ“. უმჯობესია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ დღეს ჩვენ გვაქვს ეპიდემიის გავრცელების „პლატო“ დიაგრამაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არ შეიძლება შეიცვალოს 5 ან 10 დღეში. ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენების  განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ  უახლოეს  დღეებში  საგრძნობლად  გაიზრდება ტესტების რაოდენობა, მათ შორის ე.წ. „მოწყვლად“ ჯგუფებში.  როდესაც მოხდება მოსახლეობის დიდი ოდენობის კვლევა, სტატისტიკა იქნება უკვე რეალური.  არსებული სტატისტიკა რასაკვირველია შესანიშნავია, 517 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ძალიან დიდი პროცენტი გამოჯანმრთელებულების და დაბალი ლეტალობა, ეს ძალიან კარგია და ამას უდავოდ მივესალმები, მივესალმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩართული ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა.

ბოლო დროს მე ვხედავ,  რომ საზოგადოება ცოტა გათავისუფლდა იმის იმედად, რომ ჩვენ რაღაც ეტაპი გავიარეთ. კი ბატონო, ბევრი რამ გავაირეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოდუნების საფუძველი. მე არ ვარ მომხრე მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ჩვენი ბევრი თანამოქალაქე ძალიან იჩაგრება და ეკონომიურად მძიმე ვითარებაშია, საზოგადოებას დღეს ძალიან უჭირს, ამიტომ არ ვარ უკიდურესი ფორმების მომხრე. თუმცა საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ვირუსი ჩვენ ჯერ გვებრძვის და ყველაფერი წინ არის, ამიტომ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს, დავიცვათ ფიზიკური და სოციალური დისტანცია, დავიცვათ სახლიდან გაუსვლელობის რეჟიმი, თუ არ არის აუცილებლობა. ერთიანად შეზრუდვების მოხსნა ნაადრევია, თუმცა ისეთი აბსურდული აკრძალვები, როგორიც თუნდაც მანქანით გადაადგილების აკრძალვა იყო, ჩემი აზრით სრულიად ზედმეტია.

თუ ქვეყანა ვართ და ვეყრდნობით სტატისტიკას, თუ გვაქვს ინფორმაცია  სამედიცინო სივრცეებიდან და ვენდობით მას, პროცენტულად რომ ავიღოთ საქართველოს 3,5 მლნ მოსახლეზე 500 შემთხვევა ძალიან ცოტაა და ქვეყანა უნდა გუგუნებდეს. თუ მხოლოდ 500 ინფიცირებულია, მაშინ შეზღუდვები ნონსენსია. თუმცა რაკი არის შეზღუდვები, მივყვეთ მათ. ძალიან კარგია, რომ მოძრაობა აღდგა, რომ რეკრეაციული ზონები  გაიხსნება, სრულიად ვემხრობი ამ ცვლილებებს.  მე ელემენტარულად ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება და არა მხოლოდ ჩვენ, ეს ინფორმაცია  არავის აქვს, არც ექიმებს, არც ეპიდემიოლოგებს და არც მთავრობას, იმიტომ რომ აგრესიული ტესტირება მხოლოდ 3 დღეა დაიწყო.

ამიტომ ვთვლი, რომ ჰიგიენის დაცვა, ხელების დაბანა და დისტანცირება უნდა იყოს საკმარისი ზომები ქვეყანაში. დანარჩენი კი, იქნება ეს მანქანებით გადაადგილების აკრძალვა, კომენდანტის საათი, რომლის დროსაც ხალხი მაინც დადის  გარეთ და ჯარიმდება არალოგიკურად მიმაჩნია.

აქვე მინდა დავამატო ერთი რამ. რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩემი მეგობარი კოლეგების საერთო სურათი, რომელზე ჩემი აზრი მეც დავაფიქსირე. ისინი ერთად იდგნენ და პოზიტიურ ემოციებს გამოხატავდნენ, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც საზოგადოებას მოუწოდებ, რომ დარჩნენ სახლში და დაიცვან დისტანცია და შემდეგ  ვხედავთ ადამიანების ამხელა ჯგუფს ერთად ცოტა საწყენია.  მე პირადად  გული დამწყდა და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, თუმცა აქვე ვაფიქსირებ, რომ მე უდიდეს პატივს ვცემ ყველა ექიმს და სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, რომლებიც დღეს არსებულ ვითარებასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...