მსოფლიო
ბოლნისში სასწრაფო დახმარების 5 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-04-29 15:18:45
სასწრაფოს 5 ექიმს, რომლებიც ბოლნისში მუშაობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათგან სამი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ორი კი კატასტროფის ბრიგადის თანამშრომელია. ორი ინფიცირებული, ასაკობრივი კატეგორიის გამო, რისკჯგუფს მიეკუთვნება.
ერთ-ერთი ექიმის ცნობით, 5 პირიდან, რომელსაც ბოლოს დაუდგინა კორონავირუსი, ერთ-ერთი მამაკაცი შემოიყვანეს ყველაზე გვიან. მამაკაცი ბოლნისის გარდა თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაშიც მუშაობდა და ექიმი არ გამორიცხავს, რომ მისი ინფიცირება ბოლნისის კლასტერს არ უკავშირდებოდეს.
ექიმები ბოლოს თბილისში, ავლაბარში მდებარე ერთ-ერთი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. ვირუსის დადასტურების გამო, ამავე სასტუმროში მყოფ სხვა პირებს კარანტინის ვადა გაუგრძელეს.
ექიმები ავლაბარის საკარანტინო სივრცეში 13 აპრილის შემდეგ, ეტაპობრივად გადმოიყვანეს მას შემდეგ, რაც ბოლნისში მათ ერთ-ერთ კოლეგას ვირუსი დაუდასტურდა.
კომენტარები