0 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცების და ჟურნალისტების ტესტირება დაიწყება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, საავადმყოფოში დღეიდან კორონავირუსზე ჟურნალისტების და  მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცების ტესტირება დაიწყება.

„მიზნობრივი ჯგუფები ძალიან ბევრი იქნება, უპირველეს ყოვლისა მიზნობრივ ჯგუფში ჟურნალისტები ბრძანდებით. მე გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჟურნალისტების გატესტვას დავიწყებდით. დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, ეს სწრაფი ტესტია და საჭიროების შემთხევევაში გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. ასეთი ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება. მათ შორის დღეიდან დაიწყება მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცების ტესტირება, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამ მიზნობრივი ჯგუფების მოცვით მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკები“, - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები