საზოგადოება
მარინა ეზუგბაია: პირველი შემთხვევაა, როცა COVID19-ით დაინფიცირებულებსა და გამოჯანმრთელებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა
2020-04-29 11:39:03
გუშინ ამ დროისთვის გვქონდა 511 შემთხვევა, დაგვემატა კორონავირუსით 6 ახალი ინფიცირებული. დაგვემატა 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი და საერთო რაოდენობამ 168 შეადგინა. პირველი შემთხვევაა, როცა დაინფიცირებულებსა და გამოჯანმრთელებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა. ჩემი სურვილი იქნება ასე გაგრძელდეს, - ამის შესახებ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს კოვიდცენრებში 349 პაციენტი მკურნალობს.
კომენტარები