საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: ზაფხულში ვირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს
2020-04-28 22:07:25
მეცნიერების უმრავლესობის აზრით, ზაფხულში კორონავირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ბოლო 4 თვის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით არაერთი მოდელირება გაკეთდა. ჩვენც გამოვიყენეთ ბევრი მათემატიკური მოდელი, მათ შორის ჰოპკინსის უნივერსიტეტის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოდელები და ახლა მივყვებით ბაზელის უნივერსიტეტის მოდელს. როდესაც ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს ვაანალიზებთ, ყველაზე ახლოს ამ მონაცემებთან ბაზელის უნივერსიტეტის ციფრებია. რაც შეეხება სინგაპურის უნივერსიტეტის მოდელს, ძალიან ბევრი მოდელი ეყრდნობა იმ აზრს, რომ ივნისის დასაწყისში, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდგრადი თბილი ტემპერატურა დგება, ამან სერიოზული როლი უნდა ითამაშოს ამ ვირუსთან ბრძოლაში. მეცნიერების უმრავლესობის აზრით, ზაფხულში კორონავირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს. ამაზე მიუთითებს რესპირაციული ვირუსების ქცევის გამოცდილება, მაგრამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამის 100%-იანი გარანტია არ არსებობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები